კონფერენცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ

„დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება“ – თემაზე, კონფერენცია იმართება, არასამთავრობო ორგანიზაციების, აზერბაიჯანული თემისა და აქტივისტების მონაწილეობით, აქცენტი გაკეთდა 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე. მომხსენებლებმა მოითხოვეს დამატებით სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომელთაც სავარაუდოდ ინფორმაცია არასრულწლოვნის ძალადობრივ ქორწინებაში ყოფნასთან დაკავშირებით დამალეს. მესამე სექტორი სამართლებრივი ხარვეზების არსებობაზე და პრობლების გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს. ღონისძიების ორგანიზატორი ქალთა მოძრაობაა.