სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა და შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება. გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშებში საქართველოს კონტრტერორისტული შესაძლებლობების თაობაზე ასახულ პოზიტიურ შეფასებებს.