კობა კოშაძის სასამართლო პროცესი

საქალაქო სასამართლოში დღესვე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის საქმეზეც იმსჯელებენ. პროცესზე რამდენიმე პოლიციელი გამოიკითხება. მათ შორის სამართალდამცველი, რომელმაც ჩხრეკა პირადად ჩაატარა.

კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და ტარებას ედავებიან. თავად ბრალდებული კი დანაშაულს არ აღიარებს.