კობა გაბუნიას სასამართლო პროცესი

15:12, 01.11.2025

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის, კობა გაბუნიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი იწყება. გამოძიება გაბუნიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ედავება. უკვე ცნობილია, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და ადვოკატი მის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, ალტერნატივის სახით კი გირაოს შეთავაზებას გეგმავს. პროკურატურის ოფიციალური პოზიცია უცნობია, თუმცა, უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდების მხარე ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიებას, პატიმრობას მოითხოვს.

ცნობისთვის, გამოძიების ვერსიით, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გაბუნიას უშუალო დაქვემდებარებაში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 30 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობის თაობაზე ტენდერში გამარჯვებულად შპს „ლაგი კაპიტალი“ გამოაცხადა. აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისა და ამავე ფონდის ორი თანამშრომლის, ასევე შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირების მიმართაც.

მსგავსი