კობა გაბუნიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ხუჯაძემ მიიღო. გამოძიება გაბუნიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს ედავება. დაკავებული წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა.
ხატია ჯამალაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და საქმის დეტალებს გაგვაცნობს – როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?