კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეს მოუსმინეს

ბრალდების მხარის მოწმეს მოუსმინა სასამართლომ დღეს კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე.

საქმის გამომძიებელმა მის მიერ 2015 წელს ჩატარებულ გამოძიებაზე ისაუბრა.

დავით ბაინდურაშვილის განმარტებით, სწორედ მან დაკითხა ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი დავით ქარსელაძე, რომელმაც დავითაშვილის გატაცების ბრძანების გამცემად ზურაბ ადეიშვილი დაასახელა.

2007 წლის 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის გატაცებისა და ცემის საქმეზე ბრალი ზურაბ ადეიშვილს აქვს წარდგენილი.