„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერები აცხადებენ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციას არ ცნობენ. ისინი ნიკა გვარამიას სხდომაზე უკვე მეორედ დაბარებას, კონკრეტულად კი ონლაინჩართვის მოთხოვნას გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, გვარამია კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზეა დაკავებული.