კიტ კელოგის განცხადება
 ამერიკა განიხილავს რუსეთის მოთხოვნას, ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით – საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. განცხადება ამის შესახებ კიტ კეგოლმა გააკეთა. ჩვენ რუსეთის საპასუხოდ ვამბობთ, რომ შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე, – აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, ABC News-თან ინტერვიუში.
კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. კელოგის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში და ამ პოზიციას იზიარებს ალიანსის წევრი სულ მცირე ოთხი ქვეყანა.