კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა

როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში – მსოფლიო გადაწყვეტილების მოლოდინშია. კიევში ცოტა ხნის წინ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჩავიდა. კიტ კელოგი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. მისი თქმით, ის მოისმენს უკრაინული მხარის პოზიციებს და პრეზიდენტ ტრამპს აცნობებს.

კელოგის თქმით, მას სჯერა, რომ ომი არ დაიწყებოდა, ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. უკრაინამდე კელოგი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ დუდასთან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების საკითხზე და უკრაინაში ომის საფრთხეების შესახებ ისაუბრეს.