კიევში, შესაძლოა, ბორის ჯონსონი ჩავიდეს

ბრიტანეთის პრემიერი, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, შესაძლოა, კიევში ჩავიდეს. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს. მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახური საომარი მოქმედებების ზონაში პრემიერის ვიზიტს არ იწონებს, თუმცა პრემიერს „წასვლა უნდა“. შეგახსენებთ, გასულ კვირას კიევში პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პირველი პირები ჩავიდნენ.