კიევში ევაკუაციის გეგმას განიხილავენ

უკრაინის მერი კიევის ევაკუაციას არ გამორიცხავს. მიზეზად ვიტალი კლიჩკო რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებისთვის მიყენებულ ზიანს ასახელებს. დედაქალაქი შესაძლოა წყლისა და გათბობის გარეშე დარჩეს.

მძიმე სურათია უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთშიც. უკრაინის გენშტაბი ვარაუდობს, რომ ხერსონში რუსები ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან. დონბასში კი რუსეთის დანაკარგი იზრდება. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემები, რომლებიც ბოლო პერიოდში გახშირებული მასშტაბური ავიაიერიშების მოგერიებაში და ცის დაცვაში დაეხმარება.