კიევში აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

კიევში აფეთქებების შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან დილიდან ისმოდა. მეხანძრეები მასშტაბური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებული იყო 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 60-ზე მეტი მაშველი.

უკრაინული მედიის ცნობით, პოდოლსკის რაიონი რუსმა სამხედროებმა დაბომბეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჰაერში ცეცხლი გაუხსნა უცნობ ობიექტს. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ უკრაინის საზენიტო დანადგარებმა რუსი სამხედროების მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოაგდეს.