კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნა ბუტა რობაქიძის საქმეში

კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნა ბუტა რობაქიძის საქმეში და მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულება დამონტაჟებულია. საქმეზე ვიდეოექსპერტს უსმენენ.

ასმათ მურუშევსკაიას უკვე მესამე სხდომაა კითხავენ. დაცვის მხარე არ ენდობა ამ ექსპერტის ჩვენებას. საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.