„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ბოლო დროს ქვეყანში მომხდარი კიბერთაღლითობის ფაქტებზე საუბრობს. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ უფრო ყურადღებით. ინგა ქარჩავას განცხადებით, დაფიქსირდა ფიშინგის არაერთი შემთხვევა და დაზარალდნენ მოქალაქეები. ყალბი შეტყობინებები მომხმარებლებს ძირითადად საკომუნიკაციო პლატფორმებზე ეგზავნებათ. კიბერთაღლითობის თავიდან არიდების ერთადერთი გზა კიბერუსაფრთხოების დაცვაა.