ხვიჩა კვარაცხელიას მეოთხე გოლი სერია „A“-ში

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი იტალიის ჩემპიონატში. „ლაციოს“ კარში გატანილი გოლით, ქართველმა ფეხბურთელმა ნაპოლი ჩემპიონატის სათავეში მოაქცია. სერია „A“-ს მეხუთე ტურში, კვარაცხელიამ გოლი გადამწყვეტ მომენტში, 61-ე წუთზე გაიტანა – „ნაპოლიმ“ რომაელები 2:1 დაამარცხა.

კვარაცხელიას, რომელიც აგვისტოში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, 5 მატჩში უკვე ოთხი გოლი აქვს გატანილი და სერია „A“-ს ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა. მომავალ კვირაში, 7 სექტემბერს, „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ლივერპულს” უმასპინძლებს.