ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია - GFF Awards 2022

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ეს გადაწყვეტილება „შერატონ მეტეხი პალასში“, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, GFF Awards 2022-ზე გამოაცხადეს.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი საღამოს ვერ დაესწრო და მონაწილეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ყოველწლიური დაჯილდოება ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელების გამოვლენით დაიწყო, რომელიც 2006 და 2004 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს გადაეცათ. საუკეთესოები ასევე გამოავლინეს ეროვნული ლიგაში, ქალთა ფეხბურთსა და ფუტსალში.