ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი, ექიმი ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამ წუთებში პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ხვდებიან. პარალელურად, პენიტენციურ სამსახურთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს ელენე ხოშტარიას სამკურნალო გეგმა. ის დილიდან მოინახულა მკურნალმა ექიმმა. ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებიც და განაცხადეს, რომ ელენე ხოშტარიას მდგომარეობა მძიმეა.