"ხორავას ქუჩის საქმეზე" სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დანაშაულის დაფარვის ფაქტზე საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა სრულდება. საქმეზე თითქმის ყველა მოწმე დაკითხეს.

ამ დრომდე დაცვის მხარე ითხოვს მოზარდის მ. კ.-ს დაკითხვას. პროკურორი ამბობს, რომ ეს საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე მოხდება. ამ საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის მამა თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად პატიმრობაშია. მისი შვილი კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე პატიმრობა არ არის გამოყენებული, ცოტახნის წინ მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ასევე გირაოთია გათავისუფლებული მისი ძმა. თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს. მასთან ერთად დაკავებული პირები კი დანაშაულს არ აღიარებენ.