ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა სრულდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიწურულს, ბრალდებისა და დაცვის მხარის შეკითხვებს ის ბრალდებული არასრულწლოვანი პასუხობს, რომელიც აქამდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.

საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე მხარეები ისეთი ახალი გარემოებების არსებობაზე საუბრობენ, რომლებმაც არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიება, შესაძლოა, სრულად შეცვალოს.