ხმაური პარლამენტთან
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს საღამოს დაანონსებული აქციის მონაწილეთა ნაწილი და ორგანიზატორები სცენის დასამონტაჟებლად მივიდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა ერთი პირის გაჩხრეკა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი ის დააკავეს. დღესვე პარლამენტთან დაანონსებულია საგამოძიებო კომისიის წინააღმდეგ აქციის გამართვაც.