ხიდის ჩამონგრევა გენუაში

გენუაში ნანგრევებში მოყოლილთა საპოვნელად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ხიდის ჩამონგრევას 35 ადამიანი, მათ შორის 8, 12 და 13 წლის მოზარდები ემსხვერპლა. დაშავებულია 16, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 12 ადამიანი.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარზე პასუხისმგებელი პირების უმკაცრესად დასჯის პირობას დებს. ინციდენტის დროს, ხიდზე მოძრავი 35-მდე ავტომობილი, 45 მეტრის სიმაღლიდან ბეტონის ფრაგმენტებთან ერთად  ჩავარდა.

ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.  ტრაგედიის ადგილი მოინახულა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ.