ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, მეორეს კი გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ბრალდებულმა, 33 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მანქანა მდინარეში ჩააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო მისი მეგობრისთვის, თუმცა მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.