ხელმოწერა დეკლარაციაზე

იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მოძრაობის -„ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ სულისკვეთებას გამოხატავს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გასვლითი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის 60 სოფელსა და მუნიციპალიტეტში. მოსახლეობას ადგილზე გაეწევა იურიდიული კონსულტაციები, წარდგენილი იქნება პრეზენტაციები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. თემატიკა პარტნიორებთან თანამშრომლობით და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით განისაზღვრება.