ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხაზარაძე- ჯაფარიძე- წერეთლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამს, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ. ასევე, სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს და სააპელაციო სასამართლოსგან გადაწყვეტილების შეცვლას ელოდებიან.