ხარძიანის ქონების ხელში ჩაგდების საქმე – გამოხმაურება

12:12, 04.08.2026

პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის დამნაშავედ ცნობას ეხება. უმრავლესობის ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს საქმე კარგად ასახავს წინა ხელისუფლების პერიოდის კრიმინალურ ქმედებებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება ქონების ხელში ჩასაგდებად.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ, რასაც წინ უძღოდა ბიზნესმენზე ზეწოლა და ძალადობა. საბოლოოდ, ბესარიონ ხარძიანმა დაახლოებით 4 000 000 ლარის ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დათმო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი უდესიანსა და ალექსანდრე მუხაძეს ათი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მსგავსი