ხანძრის შედეგები საბერძნეთში

90-მდე დაღუპული, 170 დაშავებული, უგზო-უკვლოდ დაკარგულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია, – ასეთია საბერძნეთის სტიქიის შედეგები. ტრაგედიიდან თითქმის 6 დღის შემდეგ, ცხედრების ძიების პროცესი გრძელდება, მაშველები მუშაობენ ზღვაშიც, პოლიცია სახლებს ამოწმებს.

რამდენიმე დაღუპული იმ ადგილებშიც იპოვეს, რომელიც ცეცხლს გადაურჩა, თუმცა, ადამიანებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, სუნთქვა ვერ შეძლეს და გაიგუდნენ.  ხელისუფლება მასშტაბური ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს და მოსახლეობას სიმართლის გარკვევას ჰპირდება. დაზარალებულები კომპენსაციებს უმოკლეს დროში მიიღებენ. ზარალის ოდენობა ამ მომენტისთვის 22 მილიონს აჭარბებს.

გურამ როგავა და ლევან ქართველიშვილი რჩებიან სტიქიის ეპიცენტრში. გურამ როგავა მატიდან ჩაგვერთვება, საკურორტო ზონიდან, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა.