ახალი წლის ღამეს შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე, ბარში ხანძარი, სავარაუდოდ, შამპანურის ბოთლებზე დამაგრებულმა შუშხუნებმა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, ხანძარს 40 ადამიანი ემსხვერპლა, 119 კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა უმეტესობა კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. დაშავებულთაგან 113 ოფიციალურად იდენტიფიცირებულია. მათ შორის არიან: შვეიცარიის 71, საფრანგეთის 14 მოქალაქე, 11 იტალიელი და ოთხი სერბი.
დაშავებულებს შორის არის 19 წლის ფრანგი ფეხბურთელი ტაჰირის დოს სანტოსი, რომელიც საფეხბურთო კლუბ „მეცში“ თამაშობს. კლუბის ცნობით, დოს სანტოსმა ხანძრის შედეგად „მძიმე დამწვრობა“ მიიღო და სამკურნალოდ გერმანიაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
გამოძიების მთავარი ფოკუსი ახლა ადგილზე გამოყენებულ მასალებზე, ბარის ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომებზე, მის ტევადობასა და ხანძრის დროს შიგნით მყოფი ადამიანების რაოდენობაზეა.