სუს-მა დააკავა ლევან ხაბეიშვილიც, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით აიყვანეს. საქმე ეხება ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ საჯარო მოწოდებებს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ლევან ხაბეიშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს საჯაროდ ჰპირდებოდა 200 ათასი დოლარის ქრთამის სახით გადახდას, თუ ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები ანტისახელისუფლებო აქციებზე საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყოდნენ. სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, გამოძიების ინფორმაციით, იდენტურ თანხას ხაბეიშვილი პოლიციელებსაც სთავაზობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილმა კუთვნილი ტელეფონი გადასცა, გაქცევა სცადა.
რა შეფასებები მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დაკავებას და რას აცხადებენ უფლებადამცველები – ანა ბროლაძე დეტალებით.