კესარია აბრამიძის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბექა ჯაიანის მხრიდან სისტემატიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში არსებობს ბექა ჯაიანის ოჯახთან საუბრების მტკიცებულება, რომლითაც კესარია აბრამიძეზე სისტემატური ძალადობა დასტურდება. ასევე დღევანდელ სხდომაზე თავად ბრალდებულმა ბრალდებაში თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო.