კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის სასამართლო

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მას პროკურატურამ ბრალი დაუზუსტა და ბრალდება 126-ე მუხლით წარედგინა, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. სხდომას დაკავებულიც ესწრებოდა. ჯაიანმა სხდომაზე განაცხდა, რომ სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და დამნაშავეა მკვლელობაში. ადვოკატს აღკვეთი ღონისძიების შეცლა არ მოუთხოვია და მხოლოდ გენდერის ნიშნით სისტემატურად ძალადობის მუხლის შეცვლაზე გაკეთდა აქცენტი.

შეგახსენებთ, ჯაიანს გამოძიება ორი მუხლით ედავება – გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას. მას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.