კენჭისყრა გაერო-ში

გარიცხავენ თუ არა რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან – საკითხზე დღეს გაეროში კენჭისყრა გაიმართება. საბჭო 47 წევრი ქვეყნისგან შედგება. მისი მთავარი მიზანი, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობაა. რუსეთის გარიცხვის ინიციატივით ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო გამოვიდნენ, მას შემდეგ, რაც სამშაბათს, 5 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა გაერო-ს სიტყვით მიმართა და ბუჩასა და სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობების შესახებ ისაუბრა. წევრის გარიცხვისთვის ხმათა ორი მესამედია საჭირო.