კელი დეგნანის კომენტარი

„ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ“ – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვისა და უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებებს, საქართველოს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მოთხოვნას. კელი დეგნანის თქმით, ძალიან სენსიტიური დროა, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წასართმევად. დეგნანის განცხადებით, „ყველა დიდ სტრესსა და ზეწოლას განიცდის“.