კათოლიკოს-პატრიარქმა ახალგაზრდა სპორტსმენები დალოცა

12:25, 27.06.2026

ჩემპიონატამდე ერთი დღით ადრე საპატრიარქოს სპორტსმენები ესტუმრნენ. საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებისა და 20-წლამდელ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები უწმინდესმა დალოცა. ახალგაზრდა ძიუდოისტები ესპანეთში მიემგზავრებიან და ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები კი მსოფლიო თასისთვის ემზადება. პატრარქმა სტუმრებს საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა.

მსგავსი