კატარი 2022 - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საქართველოს პირველ არხზე!

ვინ მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს? – დღეს კატარში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდებიან. ფრანგები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან, ქვეყანას ტურნირი 1998 და 2018 წლებში აქვს მოგებული, არგენტინას კი 1978 და 1986-წლებში. დღეს განსაკუთრებულად ფანკლუბებში ემზადებიან – ჰიმნი, ფორმა და შეძახილები – საყვარელ გუნდებს გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უქომაგებენ.

ფინალი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.