კასიანოვის მორიგი ბრალდება

უკრაინის მორიგი ბრალდება და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადება კვლავ შეფასებების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ კასიანოვის გამოსვლა რეალობას აცდენილია.

შეგახსენებთ, უკრაინელი დიპლომატის თქმით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ავიამიმოსვლა შეაჩერა. კასიანოვის განცხადებით, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.