კარლ ჰარცელის განცხადება

უკრაინის ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისგან მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ. მისივე თქმით, საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობენ ​გაერო-ში, ეუთო-ში, ევროპის საბჭოში, რომ მოხდეს რუსეთის იზოლირება. გვიხარია, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას ამ ორგანიზაციებში, – აღნიშნა ჰარცელმა.