„თბილისი არენაზე“ სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს – პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. შეჯიბრებაში 77 ქვეყნის 1267 სპორტსმენი მონაწილეობს, ეროვნული ნაკრები კი 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
ტურნირის პირველ დღეს დაესწრო საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე. მან სამუშაო შეხვედრა გამართა მსოფლიოსა და ევროპის სპორტული კარატეს ფედერაციების პრეზიდენტთან და ევროპისა და მსოფლიოს სპორტული კარატეს ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის უფროსთან. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში სპორტული კარატეს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ტურნირი ხვალ დასრულდება.