კაპიტნის ვარჯიში
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის ვარჯიში გაიმართა „შევარდენის“ სტადიონზე. მსოფლიო თასის პირველ ტურში უელსთან მარცხის შემდეგ, ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 2 ივლისს გაიმართება და პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 20:30 საათიდან „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.