კანონპროექტი ამნისტიის შესახებ

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებს. საუბარია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ვერსიაზე, რომელიც 19-20 ივნისის მოვლენების მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების ამნისტიას ითვალისწინებს. განსხვავებულია მხარეთა პოზიციები. შესაბამისად, დღეს, საკომიტეტო განხილვისას დაზუსტდება, რა სახეს მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი.