კანონის უზენაესობის ინდექსი

ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. დოკუმენტი მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. გამოკვლევის ფარგლებში, კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ, შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით, 65% მიიღო, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.