კანონი ამნისტიის შესახებ

ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის გარდა, რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას გეგმავს. პროექტი პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებულია. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების შედეგად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება. თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, პირველი მოსმენით პროექტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, არ არის გამორიცხული, ამნისტია კიდევ დამატებით, ოცამდე მუხლს შეეხოს.