კანდიდატები გენერალური პროკურორის თანამდებობაზე

დღეისთვის საპროკურორო საბჭოში 14 მსურველია რეგისტრირებული. მათი ვინაობა საჯაროა. მონაცემები კი საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე იტვირთება. კანდიდატებს ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ის აპლიკანტი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ რაოდენობა საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის, ორ მესამედზე ნაკლები არ უნდა იყოს.

საბჭო შერჩეულ კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით, პარლამენტს წარუდგენს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს აირჩევს.