კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალიდან 11 პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში

11 პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, “გირჩის” მიერ ორგანიზებული კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალიდან, რომელიც “დედა ენის ბაღში” იმართება. მათ შორის არის “გირჩის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. აქციის სამი მონაწილე კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით აიყვანეს.

პარალელურად, “დედა ენის ბაღში” მოქალაქეების ნაწილი კონტრაქციას მართავს და მარიხუანას ლეგალიზებას ეწინააღმდეგება.

რა ხდება ამ წუთისათვის ფესტივალზე და რატომ აიყვანეს აქციის ორგანიზატორები, ლიკა ალელიშვილი მოგვიყვება.