კანადა უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებს აგზავნის

უკრაინაში გასაგზავნად კანადა „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის ტანკებს ამზადებს. ინფორმაციას და ვიდეომასალას კანადის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კანადამ უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინას აჩუქებს „ლეოპარდ 2-ი“ს ტიპის რვა საბრძოლო ტანკს რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩავა. ასევე, კანადის მთავრობა დახმარების ფარგლებში, კიევში დაახლოებით 8 000 საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ათეულობით საჰაერო თავდაცვის რაკეტას გაგზავნის. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ტრუდოს მთავრობამ, უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა საერთაშორისო მხარდამჭერმა, გასულ წელს რუსული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, კიევს ერთი მილიარდი კანადური დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.