კამპანია „არა ნარკოტიკს!“

„არა ნარკოტიკს!“ კამპანიის  ფარგლებში, მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად ტურნირი შიდა ქართლსა და თბილისში, ნაძალადევის რაიონში გაიმართა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები. მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ტარდება მუნიციპალიტეტების ჩართულობით. მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების მეშვეობით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.