კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპი იწყება
კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპი იწყება, რომლის შემდეგაც გაირკვევა ყველა გუნდი ევროპიდან, რომლებიც მომავალ წელს ყატარში პლანეტის პირველობაზე ითამაშებენ. ფინალური ტურნირის საგზურს მეორე ეტაპის ოთხი ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
საქართველოს ნაკრები მატჩს ხვალ ჩაატარებს. ჩვენი გუნდი თბილისში მონტენეგროს დაუპირისპირდება. მატჩი 19:30 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები სამ დღეში კი გასვლაზე პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.