კაია კალასის განცხადება

12:15, 16.09.2026

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ევროპაზე ჰიბრიდული თავდასხმები რუსეთისგან თანდათან იზრდება, – განაცხადა კაია კალასმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს და რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში, მოსკოვზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის.

მისივე განცხადებით, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების უკან დგანან. კაია კალასმა ასევე ისაუბრა რუსეთის ფინანსური შესაძლებლობების შეზღუდვაზე. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას უკვე ერთი ტრილიონი ევრო დააკარგვინა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

მსგავსი