ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო

12:05, 14.09.2026

ჯუანშერ ბურჭულაძემ ციხე, შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს. ამ წუთებში სასამართლო პროცესი იმართება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოლოდინშია იმ საქმეზე, რომელზეც 10 წელი აქვს მისჯილი. საუბარია სამედიცინო ტექნიკის შესყიდვის საქმეზე. რაც შეეხება დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების საქმეს, საპროცესო შეთანხმება მას უკვე გაფორმებული აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ საპროცესო შეთანხმება იგივე პირობებით გაფორმდება, რაც პირველ საქმეზე, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარება მოუწევს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით. ასევე დაეკისრება ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

მსგავსი