ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი
ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლემ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
ჯუანშერ ბურჭულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა, წარდგენილი ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თეონა მაჭარაშვილი ესწრებოდა სასამართლო პროცესს და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვიერთდება.