ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო

12:20, 08.04.2026

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო უნდა დაიწყოს. სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას გეგმავს. ადვოკატები კი საკუთარ სიტყვას მომავალ პროცესზე იტყვიან. უკვე ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ყველა ბრალდებულს მიმართული აქვს პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით.

პროკურატურა წინაპირობად დანაშაულის აღიარებასა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ამ საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს აქვთ ბრალი წარდგენილი.

მსგავსი